თბილისში მუხიანში, სისხლიანი გარჩევის შედეგად ერთი ადამიანი მოკლეს ხოლო ერთი კიდე დაჭრეს.
დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის, 236-ე იარაღის უკანონო შეძენა- შენახვისა და სხეულის მძიმე დაზიანების მუხლებით არის დაწყებული. პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია.
კომენტარები