ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება.
ციხელაშვილი რუსეთის აგრესიულ ქმედებებს გმობს დ უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს.
„ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს აზოვის ზღვაში და მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს. უკრაინა, საქართველო შენთანაა“, – წერს ქეთევან ციხელაშვილი.
რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ქერჩის სრუტეში მომხდარი დაპირისპირების გამო გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა დაინიშნა.
კომენტარები