პრეზიდენტ სააკაშვილის პირობებში ვიხილეთ პროგრესი კორუფციასთან ბრძოლისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების კუთხით, თუმცა, მისი ვადის დასასრულს ნათელი იყო, რომ მის ადმინისტრაციას პრობლემები ჰქონდა, – ამის შესახებ ამერიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში კენეტ იალოვიცმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან „ვარდების რევოლუციაზე“ საუბრისას განაცხადა.
„როდესაც უკან ვიხედებით, 15 წლის შემდეგ, შეუძლებელია არ შეამჩნიო სინანული, რომ ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც ჩვენ ვიმედოვნდებდით. რა თქმა უნდა, პრეზიდენტ სააკაშვილის პირობებში ვიხილეთ პროგრესი კორუფციასთან ბრძოლის და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების კუთხით, თუმცა, მისი ვადის დასასრულს ნათელი იყო, რომ მის ადმინისტრაციას სერიოზული ნაკლი და პრობლემები ჰქონდა, რაც საბოლოოდ დასრულდა არჩევნებში დამარცხების აღიარებით. ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი ეტაპი საქართველოს განვითარების, წინგადადგმული ერთი ნაბიჯი და ნახევარი ნაბიჯი უკან. იმედი მაქვს, მომავალი არჩევნები წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“, – ამბობს იალოვიცი.