ტელეკომპანია “იბერია”-ს ყოფილი ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი სოციალურ ქსელში სკანდალურ სტატუსს აქვეყნებს და საკუთარი მანქანის ფოტოსაც ავრცელებს, რომელიც, როგორც თავად წერს, იბერიას ეზოსთან დატოვა:
“წლების წინ, დაბადების დღეზე მიღებული საჩუქარი, რომელიც იბერიას მფლობელებისთვის, ჟურნალისტების ობიექტური პრეტენზიების პასუხად, თავდაცვის ერთადერთი ,,იარაღი” აღმოჩნდა. ვაბრუნებ! არ მჭირდება! პირდაპირ ეთერში სალაპარაკოც რაღა იქნება! უმანქანოდაც ვივლი! რამდენიმე წუთის წინ ,,იბერიასთან”” დავტოვე’,-წერს ხუზმიაშვილი.
კომენტარები