სოფელ ველისციხეში “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით, მიმდინარეობს.
26 ნოემბერს ველისციხელებმა მიხეილ სააკაშვილის ძმა სოფლიდან გააძევეს. მოსახლეობა დავით სააკაშვილს ტყუილი დაპირებების გამო დაუპირისპირდა, რის გამოც მას სოფლის დატოვება მოსთხოვეს. მოსახლეობის თქმით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგებლები ადგილობრივებს ატყუებენ და 400-ლარიან პენსიას ჰპირდებიან.
მათივე თქმით, მოქმედი ხელისუფლების დროს ველისციხეში ბევრი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტი განხორციელდა, ამიტომ მათ ნაციონალული მოძრაობის სისხლიანი რეჟიმის დაბრუნდება არ სურთ.
კომენტარები