მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ გავამართლოთ ის, რაც დღეს მივიღეთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
„თუ მთლიანად შევაფასებთ პროცესს, რაც მოხდა ამ არჩევნებზე როგორც პირველ, ისე მეორე ტურში და ზოგადად ბოლო თვეების განმავლობაში როგორც განვითარდა სიტუაცია პოლიტიკაში, ძალიან კარგი შეფასებების გაკეთება შეიძლება. პირველ რიგში და ყველაზე მთავარია, რომ ამომრჩეველმა, ჩვენმა საზოგადოებამ გააცნობიერა საკუთარი ძალა, კარგად გაიგო, რომ მის ხელშია ბერკეტები და რეაქცია მისცა ადეკვატური. მეც ვიგრძენი ის, რაც იგრძნო საზოგადოებამ და მიუხედავად ჩემი განცხადებისა, მეორედ მომიწია პოლიტიკაში შემობრუნება. გრძნობადობა რაც აჩვენა საზოგადოებამ ძალიან მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის. ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა ძალიან კარგი სიმწიფე. ის მოკლე პერიოდი, რაც ჩვენ თავისუფალ არჩევნებს ვატარებთ და უახლოეს ისტორიაში რაც ჩვენ გამოცდილება დავაგროვეთ, არ არის ბევრი და ის, რაც საზოგადოებამ აჩვენა არის ძალიან კარგი შეგრძნება და გაგება სიტუაციის. გუნდმაც გააკეთა რეაქცია პირველ ეტაპზე, რაც მოახერხა მოკლე დროში, ესეც მისასალმებელია. მეც პირადად გავაკეთე რეაქცია და ალბათ, საზოგადოება ამაზეც გააკეთებს თავის რეაქციას. უფრო ადრე დავიწყე მე დასკვნების გაკეთება. მადლობა საზოგადოებას ასეთი გრძნობადობისთვის. მაქსიმუმს შევეცდები და თქვენ გეყოლებათ ხელისუფლება, რომელიც იქნება თქვენს სამსახურში. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ გავამართლოთ ის, რაც დღეს მივიღეთ“,- განაცხადა ივანიშვილმა.
კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 55%-იანი მხარდაჭერა მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ – 45%.
ბიძინა ივანიშვილი – მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ჩვენ გავამართლოთ ის, რაც დღეს მივიღეთ
2018/11/28 21:06:55
კომენტარები
ნანახია: 917 ჯერ