საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა ორშაბათს, 3 დეკემბერს შედგება, – ამის შესახებ პირველ არხს ლაშა ჟვანიამ განუცხადა.
მისი თქმით, საუბარი შეეხება, როგორც არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის, ასევე საქმეების გადაბარების საკითხებს.
„ინაუგურაციას რაც შეეხება, ორშაბათს შედგება არჩეული პრეზიდენტისა და პრეზიდენტის შეხვედრა. სავარაუდოდ, იქ ჩამოყალიბდება გადაბარების ჯგუფი და ასევე, მსჯელობა იქნება ინაუგურაციის დეტალებზე, რომელიც ვიცით, რომ 16 დეკემბერს უნდა იყოს“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
კომენტარები