საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი ბექა წივწივაძე ე.წ. ჰაშიშის მოხმარებას ადასტურებს.
მისი ინფორმაციით, ფეხზე ტრავმა მიიღო, რამაც მასზე ძალიან იმოქმედა.
”ვიმყოფებოდი ჩინეთში. გამომიძახეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, მივიღე ფეხის ტრავმა, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემზე. წვეულებაზე დავლიე ალკოჰოლური საშუალება, მოვიხმარე ე.წ. ჰაშიში. ძალიან ცუდი შემთხვევა მოხდა. საქართველოში გამომყვა ”ჰაშიში”, რომელიც 0,4 გრამი იყო. ექსპერტიზის დასკვნაშიც წერია ეს ყველაფერი. ვინანიებ ჩემს საქციელს, ძალიან ცუდი მაგალითი მივეცი ახალგაზრდა სპორტსმენებს. ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი ჩემს მეგობრებს, ჩემს ოჯახს, მთელ საქართველოს, ვინც მგულშემატკივრობდა. მინდა გავაგრძელო ჩემი სპორტული კარიერა”, – განუცხადა ბექა წივწივაძემ ტელეკომპანია ”იმედს”.