სტამბოლში საქართველოს საკონსულო არ ფლობს ინფორმაციას დაშავდნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები, თურქეთში, მალტეპეს რაიონში ექვსსართულიანი შენობის ჩამონგრევის დროს, – ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
„ამ დროისათვის სტამბოლში საქართველოს საკონსულოში, საქართველოს მოქალაქეების შესახებ შეტყობინება არ დაფიქსირებულა“ – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის ქალაქ სტამბოლში, მალტეპეს რაიონში ექვსსართულიანი შენობა ჩამოინგრა, დაწყებულია სამაშველო ოპერაციები. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი “NTV” ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 4 – კი დაშავდა. არ არის გამორიცხული, რომ მსხვერპლთა ან დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდოს.
სტამბოლში საქართველოს საკონსულო შენობის ჩამონგრევისას საქართველოს მოქალაქეებზე ინფორმაციას არ ფლობს
“ამ დროისათვის სტამბოლში საქართველოს საკონსულოში, საქართველოს მოქალაქეების შესახებ შეტყობინება არ დაფიქსირებულა“
06.02.2019 22:42:21
ნანახია: 739 ჯერ
