ე.წ. ფოტოგრაფების საქმეს პროკურატურა თავიდან იძიებს.
როგორც პროკურორმა განაცხადა, საქართველოს პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვა დაიწყო,
რის ფარგლებშიც „ფოტოგრაფების საქმეზე“კონკრეტული შედეგები უახლოეს მომავალში იქნება.
„ფოტოგრაფებს საქმე“ არის ის პრიორიტეტული საქმე, რომელზეც ახალი დეპარტამენტი აქტიურად აგრძელებს მუშაობას და უახლოეს მომავალში ამ საქმეზე კონკრეტული შედეგი გვექნება“, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.
კომენტარები