საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ახალი ხმაურიანი თემა ააგორა და სამკვდრო – სასიცოცხლო ბრძოლა “კანონიერ ქურდებს” გამოუცხადა, რის შესახებაც “ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე აქტიურად წერს.
“ჩვენს მიერ “კანონიერი ქურდების” დევნა გრძელდება. 15 ივლისს ოდესის სპეცრაზმმა დაბადების დღე მიულოცა “კანონიერ ქურდს”, მეტსახელად, “პოლტავას”, რომელიც დღეობას ქართულ რესტორანში ზეიმობდა. “კანონიერმა ქურდებმა” უნდა იცოდნენ, ოდესის ტერიტორიაზე ისინი ცხოვრების უფლებას ვერ მიიღებენ. უმაღლესი რადა რომ არ აყოვნებდეს კანონ-პროექტს, რომელიც “კანონიერი ქურდებისთვის” პირდაპირ პატიმრობას ითვალისწინებს, ჩვენი საზოგადოება გაცილებით დაცული იქნება”, – ამ ჩანაწერთან ერთად, სააკაშვილი სპეცრაზის მიერ განხორციელებული ოპერაციის ვიდეოკადრებსაც აქვეყნებს.