ცნობილი პროდიუსერი ნატო დუმბაძე, სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის შესახებ პოსტს აქვეყნებს:
“2007წელს ირაკლი ფირცხალავას პირველი სოლო კონცერტი გავაკეთე( ალბათ გახსოვთ)სპორტის სასახლეში, მახსოვს ირაკლი როგორ ნერვიულობდა, მაინც სპორტის სასახლის გავსება არ იყო ადვილი, ეს ის დროა ჯერ კომფორტი არ გვქონდა ისეთი როგორიც ეხლა არის სასახლეში)))) ბევრი შრომა ჩავდეთ მე თბილისში, ირაკლი კი მოსკოვში ემზადებოდა კონცერტისთვის, როგორც ხდება ხოლმე გარკვეულ ნაწილს ვპატიჟებდი და მათ შორის იყო მამუკა ხაზარაძეც ზღვა ხალხი მოვიდა კონცერტზე, იმდენი რომ უკანა შესასვლელში მე და ირაკლი ძლივს შეგვიყვანეს ჯერ კიდევ რეპეტიციის დროს, კონცერტის დაწყების წინ შუშები ჩალეწეს ( რაც შემდგომ ავანაზღაურე)და აი ამ ჭყლეტვაში უცებ დავინახე ჩემს მიერ მოპატიჟებული ბატონი მამუკა რამაც უსაზღვროდ გამახარა,მაშინ vip ლოჟა არაფრით განსხვავდებოდა ჩვეულებრივისგან, ამით იმის თქმა მინდა რომ ბატონი მამუკა გამოირჩეოდა თავმდაბლობით და იმ დღეს ისიც თინეიჯერი იყო !! ისეთი არაფერი მაგრამ მადლობელი ვიყავი რომ დაგვაფასა და მოვიდა! ეს უცხო ხილი იყო მაშინაც და ეხლაც! არ ვიცი რა ხდება, მაგრამ მე დიდ პატივს ვცემ!”-წერს ნატო დუმბაძე.
