ახალქალაქში, ცოლად მოყვანის მიზნით, ქუჩიდან 30 წლის ქალი მოიტაცეს. ინფორმაციას “კვირა” ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ, ამ ეტაპზე, დაკავებულია 4 პირი.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უკვე იმსჯელა და ყველა მათგანს პატიმრობა შეუფარდა.
კომენტარები