ფონიჭალაში, 22 თებერვალს მომხდარ, დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული პირი, სავარაუდოდ, დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს, 11:00 საათზე დაგეგმილი ბრიფინგი სწორედ აღნიშნული საქმის გახსნას უკავშირდება. თავად უწყებაში ბრიფინგის თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
22 თებერვალს, ქვემო ფონიჭალაში, 44 წლის ნონა რომანაძე საკუთარ სახლში ყელგამოჭრილი, მისი 3 წლის ქალიშვილი კი დამწვარი იპოვეს.
კომენტარები