თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართული დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საათობრივ პარკინგზე გადასახადის დაწესებაზე ისაუბრა.
როგორც მან განაცხადა, 1 ივლისიდან რამდენიმე ქუჩაზე საპილოტე პროექტის ფარგლებში, საათობრივი გადასახადი დაწესდება.
მისივე თქმით, ახალი წესების თანახმად, პარკირების საფასური საათობრივად იქნება განსაზღვრული და მისი ოდენობა ზონების მიხედვით იქნება დიფერენცირებული.
„ახალი წესების თანახმად, პარკირების საფასური საათობრივად იქნება განსაზღვრული და მისი ოდენობა ზონების მიხედვით იქნება დიფერენცირებული. პირველი არეალი, სადაც ეს წესი გავრცელდება არის კოტე აფხაზის ქუჩა (ლესელიძის) და ასევე მიმდებარე ქუჩები, ამავე დროს მუნიციპალიტეტი გააგრძელებს მუშაობას სხვა არეალებზეც. საბურთალოზეც ვმუშაობთ სხვადასხვა ლოკაციაზე, რომ საპილოტე პროექტის რეჟიმში დაინერგოს განხორციელება“, – განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძე – პარკირების საფასური საათობრივად იქნება განსაზღვრული
20.02.2019 15:53:14
ნანახია: 620 ჯერ
