გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო იქმნება. რეორგანიზაციის მიზნით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა. დადგენილებით, ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოზე კონტროლი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევალება.
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ეროვნული საშენი მეურნეობა რეორგანიზებულ იქნეს (გარდაიქმნას) და მის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი ველური ბუნების ეროვნული სააგენტო,” – წერია დადგენილებაში.
მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული რეორგანიზაცია პირველ აპრილამდე უნდა დასრულდეს.
კომენტარები
