თბილისის საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრების სასამართლო პროცესზე ხმაური იყო.
პროცესზე შსს-ს თანამშრომლებმა დაკავების პროცესისას გადაღებული სამხრე და საპატრულო კამერით გადაღებული ვიდეომასალა წარმოადგინეს, სადაც მათი თქმით, ასახულია სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა.
ბურჭულაძის პარტიის წევრების ადვოკატის თქმით, დაკავება არა სამართალდარღვევაზე არამედ პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
სასამართლო ადმინისტრაციულ გადაცდენაზე კახაბერ დუაძის მიმართ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. მურაზ სამადაშვილს კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე 600 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
კომენტარები