დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
”აჭარა თაიმსის მორიგი დეზინფორმაცია და საზოგადოებაში ნეგატივის გაღვივების პროპაგანდისტული მცდელობა!
აჭარა თაიმსმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ბათუმში გზის გადაკეტვა ბერა ივანიშვილის ეკლესიაში მისვლის გამო მოხდა. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ეს არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციაა. ივანიშვილის ოჯახის წევრები წარსულშიც არაერთხელ ყოფილან ტაძარსა თუ საზოგადოებისთვის ცნობილ ადგილებში, თუმცა ამის გამო გზის გადაკეტვა არც მომხდარა და არც ხდება. შესაბამისად, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე მსგავსი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და ნეგატიური განწყობების გაღვივების მცდელობას წარმოადგენს.
აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ ქორწილს უამრავი სტუმარი ესწრებოდა, თუმცა აჭარა თაიმსმა შეგნებულად გამოარჩია ბერა ივანიშვილის სახელი, რათა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაღიზიანება და უარყოფითი ემოციები გამოეწვია. ეს არის კლასიკური პროპაგანდისტული მეთოდი კონკრეტული პირის სახელის გამოყენება ნეგატიური ფონის შესაქმნელად, მიუხედავად იმისა, რომ რეალობასთან ამას საერთო არაფერი აქვს.
ორღობის მედია საშუალება, აჭარა თაიმსი, მორიგ ჯერზე ავრცელებს გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რადგან მათთვის მთავარი არა სიმართლის დადგენა, არამედ სიცრუის ტირაჟირება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არის!”



