„ქრონიკის“ ინფორმაციით, შეერთებული შტატების საემიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურმა საქართველოს მოქალაქე, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე დავით ხორგუაშვილი დააკავა.
საქმე ეხება ამერიკის საემიგრაციო კანონმდებლობის დარღვევას, არსებული ინფორმაციით ხორგუაშვილი ხელს უწყობდა შეერთებულ შტატებში არალეგალების შეყვანას.
რაც შეეხება დავით ხორგუაშვილს, ის ბოლო წლებში აქტიურად იყო ჩართული ამერიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ოპოზიციურ და პოლიტიკურ აქტივობებში, ჩართვის პროცესში; ორგანიზებას და კოორდინაციას უწევდა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო, საინფორმაციო და სხვა ანტისახელისუფლებო კამპანიებს.
არსებული ინფორმაციით, ხორგუაშვილი უზრუნველყოფდა ცალკეული აქტივობების ფინანსურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას. „ქრონიკის“ ინფორმაციით, დავით ხორგუაშვილი კოორდინაციას უწევდა ამერიკაში მყოფი ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებისა და საქართველოში მოქმედი ოპოზიციური ჯგუფების კომუნიკაციასაც და კოორდინირებულ მოქმედებას.
