საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ახალი ტურნირის, ერთა თასის მესამე მატჩი სანტიაგოში ჩილესთან გამართა.
ჩილე – საქართველო 22:49
ჩილე
ლელო – ბუსტამანტე, ვიდელა (2)
გარდასახვა – გარაფულიკი (2)
ჯარიმა – გარაფულიკი
საქართველო
ლელო – ჭუმბაძე, ჯინჭარაძე (2), ივანიშვილი, შვანგირაძე, კახოიძე, იაშაღაშვილი
გარდასახვა – მატკავა (7)
თამაში „ბორჯღალოსნებისთვის“ არასასიამოვნოდ დაიწყო, მე-5 წუთზე გუნდი კაპიტანმა, დავით ნინიაშვილმა ტრავმა მიიღო და თამაში გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
პირველ ტაიმში მოედანზე ქართველი მორაგბეები დიმინირებდნენ, მეტოქეს ოთხი ლელო დაუდეს (მატკავამ ოთხივე გარდასახა), ორი ლელო საკუთარ ჩათვლის მოედანში მიიღეს და პირველი ნახევარი 28:15 მოიგეს.
მეორე ტაიმში თამაშის მიმდინარეობა არ შეცვლილა, უპირატესობას კვლავ საქართველოს ნაკრები ფლობდა, რაც ოთხ დადებულ ლელოში აისახა, ჩილელებმა კი ე.წ. „გაწითლელბულ დროში“ ერთი ლელო დადეს და საბოლოოდ, „ბორჯღალოსნებმა“ მესამე მატჩიც მოგებით დაასრულეს.
ამით ერთა თასის ზაფხულის ეტაპი დასრულდა. მეორე ეტაპის მატჩებს ნოემბერში საქართველოში გაიმართება – „ბორჯღალოსნების“ მეტოქე აშშ-ის, ტონგისა და კანადის ნაკრებები იქნებიან.
