მთავარ პროკურატურაში პრეზიდენტის სიძის მეგობრები დაიკითხებიან.
პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში დღეს უკვე მინდია გოგოჭურის ორი მეგობარი – მიხეილ ტატარიშვილი და თორნიკე კაჭარავა გამოიკითხებიან.
ტატარაშვილი მთავარ პროკურატურაში 11:00 საათზე, კაჭარავა კი 15:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
როგორც ცნობილია, უწყებამ აღნიშნულ საქმეზე გუშინ თავად პრეზიდენტის სიძე გამოკითხა. რამდენიმე-საათიანი გამოკითხვის შემდეგ მინდია გოგოჭურმა პროკურატურა უკომენტაროდ დატოვა.
კომენტარები