“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში დედის დღეს ეხმაურება და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს:
“ბედნიერებაა, როცა სახლში ბრუნდები და დედა გხვდება… დააფასეთ, გაუფრთხილდით ამ წუთებს.
🌸🌸🌸
სულ რომ ჩუმად იყო, მაინც ესმის, რა გიხარია და რა გტკივა. ყველაზე დიდი იმედია, ყველაზე მყარი დასაყრდენია, ყველაზე ერთგული თანამებრძოლი და მოკავშირეა დედამიწაზეც და დედამიწის მიღმაც. როცა დედას ვტკენთ გულს (და ყველას გვიტკენია), ღვთისმშობელი ტირის… ამიტომ გადაუხადეთ გარდაცვლილ დედებს პანაშვიდი, ხოლო ცოცხალი დედები ღმერთმა ყველას ჯანმრთელად გიმყოფოთ. დე, მიყვარხარ
🌸🌸🌸…” წერს ინაშვილი.
კომენტარები