საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ერემაძე აცხადებს, რომ ზეწოლა მას არ შეხებია. შესაბამისი განცხადება მან პროკურატურაში, გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.
„ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ბატონი გიორგი პაპუაშვილის განცხადებაში გაჟღერებული ინფორმაციიდან არცერთი ნაწილი მე არ შემხებია პერსონალურად, თუმცა, ამავდროულად, არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ის, რაც ბატონმა პაპუაშვილმა გააჟღერა, პირველად გავიგე და ან არაფერი ვიცოდი ამის შესახებ. მათ შორის მოსამართლეებთან ერთად ამაზე გვისაუბრია. გიორგი პაპუაშვილის განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთის გამოკლებით ყველა მოსამართლე შევიკრიბეთ. ვიმსჯელეთ სხვადასხვა საკითხზე. ბატონი გიორგი პაპუაშვილი შეწუხებული იყო ერთ-ერთი მოსამართლის მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციის გამო და მოსამართლეები ჩაგვაყენა საქმის კურსში. უშუალოდ ჩემთან დაკავშირებით კი არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა ქეთევან ერემაძემ.