ჩემი ქმედება არ შეესაბამებოდა პარლამენტის ეთიკას და საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, უბრალოდ ზოგჯერ თავის შეკავება არც ისე ადვილია, – ამის შესახებ დეპუტატმა, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ, პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ განაცხადა.
„შენიშვნა გამოვთქვი რეგლამენტის დარღვევის გამო. კომიტეტის თავმჯდომარეს მივმართე, რის შემდეგაც ჩემმა კოლეგამ, ირაკლი ბერაიამ თავს უფლება მისცა და არაკორექტულად მომმართა, რაზეც პასუხი გავეცი.
ჩემი ქმედება არ შეესაბამებოდა პარლამენტის წევრის ეთიკას და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რა თქმა უნდა. უბრალოდ, ზოგჯერ თავის შეკავება არც ისე ადვილია, თუმცა ჩემს ქმედებას ეს მაინც არ ამართლებს. უბრალოდ ყველასთვის ნათელია, რომ ეს ინციდენტი არ წამომიწყია, მე მხოლოდ პასუხი გავეცი მის არაკორექტულ შეფასებას,- აღნიშნა ოთარ კახიძემ.