განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა გულისხმობს იმას, რომ ყველა სოფელში, რაიონსა და ქალაქში გვექნება ახალი თანამედროვე ბაღები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სკოლები, რომლის კონცეფციას მომავლის სკოლა დავარქვით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემაში “პირისპირ” სტუმრობისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, რეფორმა გულისხმობს ყველა რაიონში პროფესიული სასწავლებლების ამოქმედებას, რომელთა კურსდამთავრებული ნებისმიერი ახალგაზრდა, სწავლის დასრულებისთანავე დასაქმდება.
“ამაასთან ერთად, საქართველოს პროფესიული განათლების ცენტრების მიერ გაცემული სერთიფიკატები ვალიდური იქნება ევროპაში, რაც იმას ნიშნავს, რომ პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ ახალგაზრდებს ევროპაში დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. მასშტაბური რეფორმა ნიშნავს იმას, რომ ჩვენი უმაღლესი სასწავლებლები იქნებიან მსოფლიოს ტოპრეიტინგებში; ჩვენ გვექნება ყველაზე თანამედროვე კვლევითი ცენტრები, ლაბორატორიები და შედეგად შევძლებთ, საქართველო ჩამოვაყალიბოთ რეგიონის განათლბისა და მეცნიერების კერად, რაც არის ჩვენი ისტორიული მისია”, – განაცხადა პრემიერმა.