საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კობა ლურსმანაშვილმა იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მიმართა კითხვით, როგორც ახერხებს, რომ ოპოზიციასთან ბრძოლაში ყოველთვის გამარჯვებული გამოვიდეს.
„მსურს, გამოვეხმაურო ოპოზიციის მხრიდან გახშირებულ კრიტიკასა და უსაფუძვლო თავდასხმებს თქვენს მიმართ და გკითხოთ, როგორ ახერხებთ მათთან ბრძოლიდან ყოველთვის გამარჯვებული გამოხვიდეთ და გაუღიმოთ ისედაც შოკში მყოფ, წინა რიგებში მსხდომ ჩვენს ოპონენტებს, განსაკუთრებით კი რომან გოცირიძე „მეკუპონეს“, – განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.
კომენტარები