ჩვენ ვითხოვთ ერთადერთ რამეს – სამართლიანობამ იზეიმოს და ჩვენი რეაბილიტაცია მოხდეს, – ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა გია აბდალაძემ მთავარ პროკურატურაში ჟურნალისტებს განუცხადა.
გია აბდალაძე მეუღლე ნესტან ნეიძესთან ერთად საგამოძიებო უწყებაში სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა.
„დაგვპირდნენ, რომ უახლოეს მომავალში უკვე დასრულდება გამოძიების პროცედურები და სრულიად შესაძლებელია, რომ უახლოეს მომავალში ფარდა აეხსნას „ფოტოგრაფების საქმეს“ და ნათელი მოეფინოს რა ხდებოდა. დავაზუსტეთ კონკრეტული დეტალები, შესაძლებელია უახლოეს მომავალში ჩვენს კოლეგებს კიდევ მოუწიოთ აქ მოსვლა. იმედია, ძალიან მალე დასრულდება ეს ყველაფერი. ჩვენ ვითხოვთ ერთადერთ რამეს – სამართლიანობამ იზეიმოს და ჩვენი რეაბილიტაცია მოხდეს, უდანაშაულო ადამიანების, რომლებიც პატიმრობაში ვიყავით“, – აღნიშნა გია აბდალაძემ.