ბელგიაში, ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, ტერაქტის მზადებაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს.
როგორც „ბიბისი“ იტყობინება, შესაბამის ინფორმაციას ბელგიის პროკურატურა ავრცელებს. დაკავებულია ორი ძმა- 33 წლის ნურედინი და ჰამზა. მათი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა იარაღი ან ასაფეთქებელი მოწყობილობები ვერ აღმოაჩინეს.
„ბიბისის“ცნობით, დღეს სასამართლო დაკავებულთა წინასწარი პატიმრობის საკითხზე მიიღებს გადაწყვეტილებას.
კომენტარები