ევროკავშირმა შესაძლოა, რუსეთს სანქციების ნაწილი მოუხსნას. მიზეზად რუსული პოლიტიკის გავლენა და პოლიტიკოსებზე ბიზნესის მხრიდან განხორციელებული ზეწოლა სახელდება.
ამის შესახებ ინფრომაციას სააგენტო როიტერსი ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ევროპელი დიპლომატები განმარტავენ, რომ ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის კონტრსანქციებით დაზარალდნენ და საკუთარი პროდუქცია რუსეთის ბაზარზე ვერ გააქვთ, ფერმერებისა და მწარმოებლების მხრიდან სერიოზულ ზეწოლას განიცდიან. ასეთები კი იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი, კვიპროსი, სლოვენია, სლოვაკეთი და ბულგარეთი არიან.
კიდევ ერთი მიზეზი კი შესაძლოა, რუსეთის პოლიტიკის გავლენა გახდეს.
კომენტარები