პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარეს შენობით მიმართა, რაც ირაკლი კობახიძემ გააღიზიანა და ეკა ბესელიასთან მიკროფონის გამორთვა მოითხოვა.
„ვაპირებდი ძალიან უწყინარი განცხადების გაკეთებას პროცედურასთან დაკავშირებით და მინდოდა, მეკითხა წყნარად და მშვიდად, როდის ატარებ დაპირებულ ბიუროს სხდომას, როდის ჩასვამთ დღის წესრიგში მოსამართლეებთან დაკავშირებით 13 დეპუტატის ხელმოწერილ კანონპროექტს-თქო. ამ კითხვას ძალაში ვტოვებ. . . ყურადღებით ირაკლი, შენ მოგმართავ, ხომ მხედავ, სადაც ვზივარ? თუ ვერ მხედავ, შემიძლია, ცოტა ახლოს მოვიდე“, – მიმართა ბესელიამ კობახიძეს.
კომენტარები
