მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ყოფილ პოლკოვნიკ ტრისტან წითელაშვილთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა მოხდა. მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნათია სუხიაშვილის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მასალები თავდაცვის სამინისტროდან პროკურატურაშია გადაგზავნილი, სიმართლეს არ შეესაბამება. “გუშინდელი განცხადება ვითომდა თავდაცვის სამინისტროდან პროკურატურაში გადმოგზავნილია მასალები სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან მსგავსი შინაარსის ინფორმაცია ჩვენ თავდაცვის საინისტროდან არ მიგვიღია. რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქმის გარემოებებში გარკვევა. პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით უკვე მიმართა”, – აცხადებენ პროკურატურაში. ყოფილ პოლკოვნიკს საიდუმლო მასალების რუსეთისთვის გადაცემაში ადანაშაულებენ. თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, საიდუმლო ინფორმაციების გავრცელებასა და აღნიშნული ინფორმაციებისადმი კონკრეტული ადამიანების წვდომის შესახებ სამართალდამცავებისთვის დიდი ხანია ცნობილია და გამოძიება მაშინვე უნდა დაწყებულიყო.
პროკურატურა თინა ხიდაშელს პასუხობს
2016/08/02 16:21:59
ნანახია: 2024 ჯერ