ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“საოცარია: – როცა გვარამია იმ ახალი საქმის საერთაშორისო არბიტრაჟში განხილვაზე “აღუღუნდა”, არც “კომენდანტის საათი” გამოაცხადა და ჯულიეტოვნასთან შეყრილი ტიპების “რევოლუციური აღტკინება” – კარვები დავცეთო, უარყო ვიფიქრე რაღაც დიდი ჩათლ**ობა აქვს ჩაფიქრებული, მაგრამ თურმე “სადა ბანაობ” – ტიპს ფულის გათეთრებისთვის 12 წლიანი სროკი ელოდება არადა იქ, ზევით, დასავლეთში ფულის გათეთრება და გადასახადების დამალვა მაგრად არ ევასებათ და სტრასბურგის მორიგე მოსამართლე კი არა, ინგლისელი ბანკირებიც ვერ აგვარებენ საქმეს (ეს ინგლისელი ბანკირები ნეტავ, რატო გამახსენდა? –“ტაკ ჩტო” ეს ჩემიკაინიკალაი ახლა ზის სამზარეულოში და როგორც რუსი კრიმინალები ამბობენ – “ორცხობილებს აშრობს”,– წერს გაბრიჭიძე.
„რუსთავი 2”-ის გარშემო მორიგი სასამართლო დავა იწყება. ამჯერად მოსარჩელე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა. ტელე-კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელ ნინო ნიჟარაძეს პრეტენზიები დანარჩენი მფლობელების და მოქმედი დირექტორის მიმართ აქვს. სარჩელის ავტორი პირადი კომპენსაციის სახით მილიონნახევარ ლარს ითხოვს იმის გამო, რომ თავის დროზე, საკუთარი წილის გაყიდვის უფლება არ მიეცა, ამავე სარჩელში მოთხოვნილია 26 მილიონამდე ლარი ტელე-კომპანიისთვის იმ ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც მოსარჩელის აზრით, ტელევიზიას მოქმედი ხელმძღვანელობის მართვის პირობებში მიადგა.
დავის საგანია უფასო პოლიტიკური რეკლამების ხანგრძლივობაც.
სარჩელის შინაარსის გაცნობის შემდეგ, ნიკა გვარამია საეჭვო დამთხვევებზე მიუთითებს და ნიჟარაძის მოთხოვნებს მიღმა ხელისუფლების ინტერესებს ხედავს. თემა უკვე გახდა პოლიტიკური განხილვის საგანი.