უბედური შემთხვევა თბილისში – კოსტავას 75 ნომერში მდებარე მშენებარე კორპუსის სავარაუდოდ, მე-15 სართულიდან მუშა გადმოვარდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას მუშაობის დროს თოკი გაუწყდა.
თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ახალგაზრდა მამაკაცს მუშაობისას დამცავი ღვედი ეკეთა ამიტომ მათთვის გაუგებარია როგორ მოხდა ახალგაზრდა მამაკაცის სიმაღლიდან ვარდნა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები
