როგორც სამხედრო პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა, ლევან კახიანმა განაცხადა, 2012 წლის ივნისში უშუალოდ წამებას არ შესწრებია, თუმცა სამხედრო პოლიციაში, ოთახიდან ესმოდა, როგორ აწამებდნენ კობერიძეს, რომელსაც ტერორისტული აქტის აღიარებას სთხოვდნენ.
“მეგის ქარდავა, დათა ახალაია, სოსო თოფურიძე, გიგი კალანდაძე მოვიდნენ სამხედრო პოლიციაში, შევიდნენ მეგისთან კაბინეტში, შეიყვანეს დაკავებული კობერიძე და ყვირილის ხმა გამოდიოდა. ჩემი აზრით, აფეთქების აღიარებას სთხოვდნენ. ქარდავამ მხუთავი გაზი გაუშვა ოთახში, რომელმაც სპეციფიური სუნი დატოვა”,-განაცხადა მოწმემ.
კობერიძე სამხედრო პილიციის შენობაში ერთი კვირა ჰყავდათ.
ელბერტ კობერიძის წამების საქმეზე პროცესი 9 აგვისტოს განახლდება.
კომენტარები