გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 10 მისამართზე ბავშვთა გასართობი ზონების მოწყობა დასრულდა, კიდევ 11მისამართზე კი იწყება.
გასართობი ზონები უკვე მოეწყო ზაჰესში, აფხაიძის N7-9 კორპუსების და ლიბანისN1 კორპუსის მიმდებარედ, გმირ კურსანტთა III შესახვევის N2-4, ბიჭვინთის N1-3-3ა, გლდანის მეექვსე მიკრორაიონის N22, მეორე მიკრორაიონის N46-47 , მესამემიკრორაიონის N82 და N86 კორპუსების მიმდებარედ. ასევე, ავჭალა, კაჭარავასქუჩა N37-ის და ბაღნარის N47 კორპუსის მიმდებარედ განხორციელდა.
ამასთან, სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ზონებში სკვერისთვის საჭიროინვენტარი განთავსდა.
სამუშაოებზე, რომელიც შპს „ჩვენი ჯგუფის“ მიერ განხორციელდა, გლდანისრაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 95 278 ლარი დაიხარჯა.
კომენტარები
