დიზაინერი შორენა სარიშვილი საკუთარ ბიძას ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც სარიშვილი აცხადებს, ოჯახის წევრების მიმართ მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, რობერტ მარცვალაძემ ციხეში ნახევარი წელიც გაატარა, თუმცა საპატიმროს დატოვების შემდეგ იგი უფრო მეტად აგრესიული გახდა.
მუქარისა და ძალადობის შესახებ დიზაინერმა პოლიციას უკვე შეატყობინა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის ოჯახური ნიშნით განხორციელებული მუქარის ბრალდებით დააკავეს.
სარიშვილი მოძალადე ბიძის მიმართ ადექვატურ სასჯელს ითხოვს.
“ფაქტი იყო ესეთი რომ ჩემს დას “ატვიორტკას” ურტყამდა, რომ არა ჩემი სწრაფი რეაქცია, შეესწრო მისი არასრულწლოვანი ბავშვიც. ხელით შემეხო ჩემს ტერიტორიაზე, გამოვიძახეთ პოლიცია, მქონდა ფაქტები. ხელზე მქონდა ჩაქცევები და ნაჩხაპნები. დაუცველობის სინდრომი მაქვს… აქ მოხდება მკვლელობა”, – აცხადებს შორენა სარიშვილი.