პოლიტიკური გაერთიანების “კანონი და სამართალი” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოს, სადაც გზის შუა ნაწილია დაგებული. თაკო ჩარკვიანი ამაში „ოცნებას“ ადანაშაულებს და წერს:
“სიგრძეზე დაგებული ”ასფალტი” ვაააახ ,რა იდიოტი ხელისუფლება გვყავს-სიგანეზე არაო. მარტო სიგრძეზე დაგვავალეს დაგებაო.” ოცნებავ” ისაუბრეთ ახლა მიშას 9 წელზე, აბა ჰეე ….არა, ეს ხომ უნდა მოგივიდეს თავში?!….“
ჩარკვიანი წერს, რომ ფოტო ხაშურშია გადაღებული თუმცა, როგორც ირკვევა, აღნიშნული ფოტო 2017 წლის ოქტომბერში, ერთ-ერთ უკრაინულ გამოცემას აქვს გამოქვეყნებული და მასზე დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლში, ბაქოს ქუჩის მონაკვეთია ასახული, სადაც წყლის გაყვანილობის მილი გამოცვალეს და ასფალტი ასე დააგეს.
კომენტარები