ჟურნალისტი ინგა გრიგოლია მანიფესტის ავტორების მოთხოვნას რომ ქუთაისის საკრებულოს წევრს ნანა კოსტავას უფლებამოსილება შეუწყდეს ფეისბუქზე გამოეხმაურა:
“ეს ქალი რომ საჯარო მოხელე არ იყოს,საკრებულოს დეპუტატი რომ არ იყოს,სულ არ მივაქცევდი ყურადღებას მის ავადმყოფურ და სიძულვილით გაჟღენთილ პოსტებს,რომლითაც მისგან განსხვავებული მოსაზრების ადამიანებს ანგარიშს უსწორებს.მაგრამ ის დეპუტატია და ვუერთდები მოთხოვნას, შეუწყდეს უფლებამოსილება. რა საქვეყნო საქმე უნდა გააკეთოს ასეთმა ადამიანმა, რომელსაც სხვა ადამიანები სძულს და პლუს, რატომ უნდა აიღოს ხელფასი ხალხის გადახდილი გადასახადებიდან?!” – წერს გრიგოლია
კომენტარები