ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ე.წ. სამკუთხედი ბაღის მიმდებარედ, ანდრია წიკლაურის ქუჩაზე ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, 1750 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. უკვე მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორია და მოეწყო ბორდიურები.
საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებამდე მისამართზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო.
მიმდინარე საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ლოტკინზე დავით ჭელიძე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნენ.
პროექტს ნაძალადევის რაიონის გამგეობა ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში, ჯამში, 250 000 ლარია გათვალისწინებული.
კომენტარები
