საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენის საკითხზე ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„მიღებული აქვთ დავალება, რომ ყველანაირი ხერხით, ყველანაირი მეთოდით შეუშალონ ხელი ჩვენს აფხაზ ძმებთან ურთიერთშერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს. დაიწყო ჯერ ბერძენიშვილმა, მას არ ეყო წონა, რომ მის ამ განცხადებას გამოეწვია აჟიოტაჟი. შემდეგ ამას მოჰყვა ბარამიძის ძალიან მძიმე განცხადება, რომელმაც ქართველებს დააბრალა ომის დანაშაული. ამას მოჰყვა შემდეგ გვარამიას განცხადება, რომელმაც აფხაზეთი მოიხსენია, როგორც ტრავმული მეხსიერება. შემდეგ სამადაშვილის განცხადება და ამათ ყველას ერთად მხარი დაუჭირეს „ენჯეოებმა“, – განაცხადა ალადაშვილმა.
კომენტარები
