ჰიმალაიზე რვა მთამსვლელი დაიკარგა. ექსპედიციის წევრებს შორის ოთხი ბრიტანელი, ორი ამერიკელი, ავსტრალიელი და ინდოელი ალპინისტები არიან.
ალპინისტთა ჯგუფმა ექსპედიცია ნანდა დევის მწვერვალის დასაპყრობად 13 მაისს დაიწყო. სამძებრო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, როდესაც მთამსვლელები დათქმულ დროს ბანაკში არ გამოცხადდნენ.
უახლოეს საათებში სამძებრო სამუშაოებში ინდოეთის სამხედრო საჰაერო ძალების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.
კომენტარები