ლისი ლაუნჯში, ახალი პოლიტიკური ბლოკის – „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი“ პრეზენტაცია გაიმართა.
„სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ და პარტია „ახალი მემარჯვენეები“ ერთ ბლოკად ერთთვიანი ინტენსიური კონსულტაციების შემდეგ გაერთიანდნენ.
როგორც პარტიების ლიდერები აცხადებენ, საქართველოს ეკონომიკოს განვითარების საერთო ხედვა, საგარეო კურსი, პროდასავლური არჩევანი, ინოვაციური იდეები და საერთო გეგმები- ეს ის არასრული ჩამონათვალია, რაც მათ პოლიტიკურ ძალებს აერთიანებთ.
ლიდერებს მიაჩნიათ, რომ რესურსების შეჯერებით, ახალი ბლოკი გახდება მეტად კონკურენტუნარული და ისინი შეძლებენ საზოგადოებას აჩვენონ შედეგი, რომელსაც მოსახლეობა ელის.
ახალი პოლიტიკური ბლოკის პრეზენტაცია „სამოქალაქო პლატფორმა- ახალი საქართველო”-ს ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“-ს ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ და პარტია „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ გამართეს.