შუალედური არჩევნები პრაქტიკულად დასრულდა. პრაქტიკულად იმიტომ, რომ მხოლოდ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება მეორე ტური, მერისა და საკრებულოს არჩევნებში კი ხელისუფლებამ ოპოზიციას ყველა მუნიციპალიტეტი თავზე გადაახია. სულ ტყუილი გამოდგა ნაციონალური მოძრაობის ბაქი-ბუქი, ზუგდიდში პირველივე ტურში ვიმარჯვებთ, დანარჩენ ოლქებში კი მეორე ტური იქნებაო. ოპოზიციას ვერც უპრეცედენტო დამკვირვებლებმა უშველეს, ვერც აგრესიულმა წინასაარჩევნო პოლიტიკამ და ვერც იმ ტელევიზიამ, რომელიც საველე პირობებში მუშაობის რეჟიმზე გადავიდა და მინიმუმიდან მაქსიმუმს ადნობდა. პრაქტიკუალდ ერთადერთი მედია, რომელიც არჩევნებამდე ღიად აცხადებდა, რომ ნაციონალების გუნდში დაპირისპირება და შიდა ომი იყო, ჩვენ ვიყავით, თუმცა ხმამაღლა ამაზე არავინ საუბრობდა, არავინ ადასტურებდა კულუარები მიმდინარე ბრძოლას წესების გარეშე. აი, არჩევნების დასრულების შემდეგ კი ნიკა მელიამ სიტყვა სიტყვით გაიმეორა ის, რასაც მანამდე «ალიაში» ვწერდით და პრობლემა გააშიშვლა…
წესითა და რიგით, ტელევიზიებს ახლა სწორედ ამ თემაზე უნდა ჰქონდეთ აქცენტი, მაგრამ ყველაფერი მშვიდად «მოკლეს», შეფუთეს და ახლა იმას ელოდებიან, ვინ ააფრიალებს გამარჯვებულის დროშას – სანდრა რულოვსი (და შესაბამისად მიხეილ სააკაშვილი) თუ ნიკა მელია (და შესაბამისად, ნაციონალების პოლიტ-საბჭოს ახალგაზრდული ფრთა). რა ხდება დღეს ნაციონალებში და რა ეტაპზე არიან მხარეები? ამის შესახებ ის ადამიანი გვიამბობს, რომელმაც მელია-რულოვსის დაპირისპირებაზე მოგვაწოდა ინფორმაცია და რომლისაც თითქმის არავის სჯეროდა.
«ნაციონალური მოძრაობის ლიდერები შეჯერდნენ იმაზე, რომ ხმამაღლა ჯერ არაფერზე ისაუბრებენ და შიდა გარჩევები მიმდინარეობს. დაანონსებული დაუმორჩილებლობის აქციაც ჯერჯერობით შეჩერებულია, რადგან ნიკა მელია და მისი მომხრეები საკითხს კატეგორიულად სვამენ – ან იბრძვიან ბოლომდე და მიდიან რევოლუციაზე, ან საერთოდ არაფერს აკეთებენ და ემზადებიან 2020 წლის არჩევნებისთვის. როგორც ფინანსური, ისე ადამიანური რესურსი ნაციონალებს ამ ეტაპზე არ გააჩნიათ და შუალედურმა არჩევნებმა მათ თვალნათლივ დაანახა, რომ ტელევიზიის მიერ შექმნილი იმიჯი რეალობაში არ მუშაობს», – გვეუბნება ჩვენი წყარო.
ის, რასაც ახლა გეტყვით, არსად თქმულა და ნაციონალთა ლიდერები ამ თემის გახმაურებას ძალიან ერიდებიან. არჩევნების დასრულების შემდეგ, ერთად შეკრებული ლიდერები დაშვებულ შეცდომებზე საუბრობდნენ, როცა მელიამ ხმამაღლა განაცხადა, ახლა მაინც დაიჯერეთ, რომ მიშას ტაქტიკა არ არის სწორი და ის დედაკაციც იმიტომ შემოგვტენა, «რუსთავი 2»-ის გადამკიდეს, რეალობის შეგრძნება დაკარგული აქვს და ეგონა, ზუგდიდს უეჭველი ვიგებდითო. ეს ყველაფერი ოთახში იმ დროს შესულმა სანდრამ გაიგო.
«გაათრიეთ ეს კაცი აქედან, ასეთი იყო სანდრას რეაქცია და პრაქტიკულად მოწოდება, რომ ოპოზიციის ლიდერებს მელია ოთახიდან გაეგდოთ, მაგრამ არავინ განძრეულა. ყველა ხვდება, რომ რაღაც შესაცვლელია, მაგრამ კონკრეტულად რა, არავინ იცის. საზოგადოებაში მელიას ვერ აქვს ისეთი ავტორიტეტი, რომ მიშა ჩაანაცვლოს, ამ დროს კი სააკაშვილი ძალიან არაადეკვატურია, გადაწყვეტილებებს ერთი მეორის მიყოლებით ცვლის, ახლა უკრაინაზე აკეთებს აქცენტს. გუნდი შეთანხმდა იმაზე, რომ რეალურად სამოქმედო გეგმა უბრალო არ არსებობს და გადაწყვეტილებებს სპონტანურად იღებენ. ამ ტაქტიკამ კი არ გაამართლა. ამიტომ, ახლა ნაციონალები სამოქმედო გეგმაზე ფიქრობენ და როცა მიიღებენ გადაწყვეტილებას, მას შემდეგ დაიწყებენ მოქმედებას. პრაქტიკულად ნულის ტოლია იმის შანსი, რომ სანდრას მიერ დაანონსებული საპროტესტო მუხტის აგორება განხორციელდეს, რადგან ამის სურვილი გუნდში სანდრას გარდა არავის აქვს», – გვეუბნება ნაციონალების ერთ-ერთი ლიდერი.
გუნდში მწვავედ დადგა შემოერთებული პარტიების ბედიც. პრაქტიკამ აჩვენა, რომ თითო უბანზე 50-მა დამკვირვებელმა ვერაფერი შეცვალა. არადა, ამდენი დამკვირვებელი ნაციონალებს სწორედ იმის გამო ერგოთ, რომ კიდევ 10 პარტიასთან ერთად არიან გაერთიანებული. შედეგად, ნაციონალებმა ამ დამკვირვებლებისგან ხარჯის მეტი ვერაფერი მიიღეს, რადგან მათი ტრანსპორტირება, დაბინავება, კვება, ჯიბის ფულის გადახდა 100 ათას ლარზე მეტი დაჯდა, მაგრამ შედეგი იყო ნული. პარტიების რეიტინგის გათვალისწინებით, ნაციონალებს არც ხმების დიდი რაოდენობის იმედი აქვთ და აქტიურად მსჯელობენ იმაზე, რომ გაერთიანებული ოპოზიცია დაიშალოს და ნაციონალები არჩევნებზე დამოუკიდებლად გავიდნენ. ასეთ შემთხვევაში, მათ მთლიანობაში, შესაძლოა, 1-2 პროცენტი მოაკლდეთ, რაც დიდი დანაკარგი არ იქნება. სამაგიეროდ, ფინანსურად ეს დაშლა ნაცებისთვის ძალიან მომგებიანი იქნება.
«გაერთიანებულ ოპოზიციაში მყოფი 10 პარტიის ლიდერი ხვდება, რომ ისინი შესაძლოა უბრალოდ მოისროლონ, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის არჩევნებში მათ მონაწილეობას აზრი არ ექნება. ყველა პარტიას ერთად 3%-იანი ბარიერის გადალახვაც კი გაუჭირდება. ამიტომ, მაქსიმალურად ცდილობენ ნაცებს საკუთარი საჭიროება დაანახონ, მაგრამ ამ საქმიდან შუალედურ არჩევნებზე არაფერი გამოვიდა. ეგ კი არა და, კონკრეტულმა პარტიებმა 50 კაციც ვერ იშოვეს, დამკვირვებლებად რომ გაემწესებინათ. არ გაამართლა არც იმ მიდგომამ, რომ მაგალითად მარნეულში გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალმა პარტიებმა ქართველი კანდიდატები დააყენეს, აქაოდა, სამთავრობო კანდიდატს ხმებს წაართმევენო. შედეგად, არჩევნებზე მოსული ლამის 40 ათასი კაციდან, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატებს საერთო ჯამი 200-მა კაცმაც არ დაუჭირა მხარი. განაგრძეთ კითხვა: