“ჩვენ იმ პოლიტიკურ ლიდერებსა და ფიგურებთან, რომლებც მოსკოვში დადიან ან კრემლის პროპაგანდაში მონაწილეობენ, არასდროს ვითანამშრომლებთ”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მედია დაინტერესდა, აპირებენ თუ არა ისინი თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან თანამშრომლობას.
„პირველ ყოვლისა, ოქრუაშვილის პარტიის შექმნა საერთოდ არ მიმაჩნია მნიშვნელოვან მოვლენად. რაც შეეხება თანამშრომლობას – არა! ჩვენ იმ პოლიტიკურ ლიდერებსა და ფიგურებთან, რომლებიც მოსკოვში დადიან ან კრემლის პროპაგანდაში მონაწილეობენ ან სიძულვილს და ძალადობას ქადაგებენ, არასდროს ვითანამშრომლებთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას აფუძნებს.
ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობის „გამარჯვებული საქართველოს“ პრეზენტაცია დღეს გამართა.
“ოქრუაშვილის პარტიის შექმნა საერთოდ არ მიმაჩნია მნიშვნელოვან მოვლენად”
11.06.2019 19:00:35

ნანახია: 523 ჯერ