ოსმა ძალოვნებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მკვიდრი, 40 წლის ალექსანდრე შავერდაშვილი გაათავისუფლეს. ალექსანდრე შავერდაშვილი რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 აგვისტოს დააკავეს.
შავერდაშვილის გათავისუფლება სოფელ ერგნეთში, ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე მოხდა. იგი ჯარიმის, 2000 რუბლის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა.
კომენტარები