საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნიკორწმინდის მოსახლეობას გზების გადაკეტვის გამო ბოდიში მოუხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, არასდროს გაუცია ბრძანება, რომ მის გამო გზა გადაკეტილიყო, – ამის შესახებ პრემიერმა რაჭაში განაცხადა, სადაც ნიკორწმინდის ტაძრის 1000 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება.
”მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ბოდიში მოვუხადო რაჭის მოსახლეობას იმიტომ, რომ გზა იყო გადაკეტილი, აბსოლუტურად არა ჩემი მიზეზის გამო, მაგრამ რატომღაც ვიღაცებს უთხრეს, რომ პრემიერის გამოა გადაკეტილიო. ვისაც შეექმნა უხერხულობა, ყველას ბოდიშს ვუხდი ამის გამო. არასდროს მე ასეთი ბრძანება არ გამიცია”, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კომენტარები