აქციებზე არ წარმოვადგენ არც ერთ პოლიტიკურ ძალას და თუ ვინმე უსმენს ჩვენ გამოსვლებს, ეს იკითხება ჩემი გამოსვლების პათოსში, – ასე გამოეხმაურა მიშა მშვილდაძე გადაცემა “საღამოს NEWSROOM”- ში ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას.
“ეჰ, ზაქარია ქუცნაშვილი ალბათ, შედის იმ ძალიან ცოტა ადამიანების რიცხვში, რომლებიც უბრალოდ ვერ მიხვდნენ გავრილოვის ჩამოყვანა და იმ სავარძელში ჩასმა რას ნიშნავდა. შესაბამისად, ზაქარიას მოსაზრებებიც საკმაოდ ექვემდებარება გადამოწმებას. ამ აქციაზე ვდგავარ როგორც “თავისუფლების გამავრცელებელი” საზოგადოების შიდა გამოკითხვაში არჩეული ერთ-ერთი სპიკერი. ჩემი პირადი პოლიტიკური გემოვნება ჩემი პირადი საქმეა, თუმცა ამ მიმართულებითაც თუ ვინმეს განსაკუთრებული ინტერესი აქვს, შემიძლია დავაკმაყოფილო და ვუთხრა, რომ ამ აქციაზე არ წრმოვადგენ არც ერთ პოლიტიკურ ძალას თუ ვინმე უსმენს ჩვენ გამოსვლებს, ეს იკითხება ჩემი გამოსვლების პათოსში, “-განაცხადა მშვილდაძემ.
მიშა მშვილდაძე ზაქარია ქუცნაშვილს პასუხობს
02.07.2019 20:35:26

ნანახია: 936 ჯერ