მიხეილ სააკაშვილის პარტიას „ახალი ძალების მოძრაობა“ უკრაინის სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ რადას რიგგარეშე არჩევნებში რეგისტრაცია შეუნარჩუნა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სააკაშვილის პარტია 29 ივნისს, უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაარეგისტრირა.
სააკაშვილის პარტიისთვის რეგისტრაციის გაუქმებას სააპელაციო ადმინისტრაციულ სასამართლოში წარდგენილი სარჩელით უკრაინის პენსიონერთა პარტია ითხოვდა. სასამართლომ ამ სარჩელზე მათ უარი უთხრა.
მიხეილ სააკაშვილის პარტიას „ახალი ძალების მოძრაობა“ 88 კანდიდატი ჰყავს დარეგისტრირებული მრავალმანდატიან ოლქში (პროპორციული არჩევნები) ხოლო 9 დეპუტატი ერთმანდატიან ოლქებში (მაჟორიტარები).
კომენტარები