ერთადერთი, ვისგანაც პოლიტიკურ სივრცეში ტყუილს ძალიან ხშირად ვისმენთ, არის „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ტყუილი ისმის „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განაყოფებისა და ზოგიერთი მედიასაშუალებების მხრიდან.
„არ ვიცი, ჩაღრმავებით არ მინახავს, მაგრამ თუ რაიმე კონკრეტული ინფორმაცია გვაქვს შეიძლება ვიმსჯელოთ. რასაც ვხედავ და მესმის ტყუილები არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან“, – განაცხადა კილაძემ.
კომენტარები