მიხეილ ჯანელიძე თამაზ მეჭიაურის განცხადებას აფასებს.
„ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებაზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიმართულება – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც არის საქართველოს უსაფრთხო, მშვიდი და სტაბილური განვითარების გარანტია. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და საქართველოს მთავრობა ასრულებს ხალხისა არჩევანს“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
კომენტარები